logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: ჩინეთი კვლავ განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებას
- +

3 მარტი. 2023. 23:55

 

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩინეთი კვლავ განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებას.

 

ჯონ კირბის თქმით, ჩინეთს კვლავ შეუძლია გადადგას ესკალაციური ნაბიჯი რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებით.

 

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათ ეს [საკითხი] დღის წესრიგიდან ამოიღეს. [აშშ-ის] ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ მიიჩნევს, რომ მათ [ამ საკითხში] წინსვლის გადაწყვეტილება მიიღეს“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

 

2 მარტს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანის მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner