logo_geo
eng_logo
ოზურგეთში სახალხო დღესასწაული „ასკანობა“ აღინიშნა
- +

30 აგვისტო. 2016. 21:10



ისტორიულ სოფელ ასკანაში „ასკანობა" წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა. ტრადიციად ქცეული დღესასწაული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და მკლავჭიდში.


გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. დღესვე ასკანის ადმინისტრაციულ ცენტრში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და „სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების" ხელმძღვანელმა რუსუდან მემარნიშვილმა ასკანის ბიბლიოთეკას საჩუქრად ახალი წიგნები გადასცეს.


 ადგილობრივ მოსახლეობას სცენიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ მიმართა. „ ვულოცავ „ასკანობის" დღესასწაულს ამ განსაკუთრებულ სოფელს. სულ მალე, აქ მასშტაბური პროექტები განხორცილდება. უახლოეს დღეებში დაიწყება 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაზიფიკაცია, რესტავრაცია ჩაუტარდება ასკანის ციხეს. სოფელი გამოცოცხლდება და კომფორტული გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის,"- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. სახალხო დღესასწაული „თეატრალური კვარტეტისა" და მომღერალ ბექა ჩხაიძის კონცერტით დასრულდა.


ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner