logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბურჯანაძის განცხადებაზე: „დიდი ძმა“ ცალ ფეხზე დგომას თუ მომთხოვს, უაპელაციოდ უნდა შევასრულოო!
- +

4 მარტი. 2023. 10:19

 

 

„დიდი ძმა“ ცალ ფეხზე დგომას თუ მომთხოვს, უაპელაციოდ უნდა შევასრულოო! ნუ, ამ სუბიექტის გამრუდებული მორალი მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეა და ადამიანის უფლებებზე „ზრუნვა“ ევალება“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

ქადაგიძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„დიდი ძმა“ ცალ ფეხზე დგომას თუ მომთხოვს, უაპელაციოდ უნდა შევასრულოო! ნუ, ამ სუბიექტის გამრუდებული მორალი მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეა და ადამიანის უფლებებზე „ზრუნვა“ ევალება, თუმცა, სულ სხვა თემაზე მინდა თქვენი ყურადღების მიქცევა:

 

მართალია, თუ არა რომ:

 

2019 წლის 20 ივნისის ღამეს, როდესაც აქციის დარბევას შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, გახარიასთან ერთად, ოთახში იმყოფებოდა კიდევ ორი ადამიანი - სახალხო დამცველი ლომჯარია და მისი მოადგილე ბურჯანაძე. სწორედ მათ თვალწინ გაიცემოდა გახარიას ესა თუ ის ბრძანება, რასაც ათობით ადამიანის დაკავება და ფიზიკური დაზიანება მოჰყვა.

 

თუკი ეს ბატონი და მისი უფროსი ლომჯარია, იმ პატარა ოთახში გახარიასთან ერთად ადევნებდნენ დარბევას თვალს და მშვიდად ისმენდნენ, როგორ გასცემდა გახარია დარბევის ბრძანებას...

 

იცით რა მაინტერესებს? ნეტავ, მას და აშშ-ისგან ორდენებით დაჯილდოებულ მის უფროსს მაშინაც ეგონათ, რომ საქართველო რუსეთის გზაზე იდგა? თუ მაშინ, მინიმუმ თვითონ უწევდნენ კონტროლს „გამოხატვის თავისუფლების აღკვეთასა“ და სახელმწიფოს მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენებას, ხოლო ახლა, სრულად კარგავენ მონოპოლიას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე და ყველა კანონი,თუ სახელმწიფო გადაწყვეტილება რუსული გზაა?

 

P.S.

 

ისე, გახარიას ღონისძიების შედეგად თვალები რომ დაკარგეს, იმათ თუ იციან, ამ „პრივილეგირებული მონოპოლისტების“ თანამონაწილეობა 20 ივნისის დარბევაში?“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

ცნობისთვის, 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა: „თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner