იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ შინ „ლაციოსთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის 67-ე წუთზე რომაელთა ნახევარმცველმა, მატიას ვესინომ გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სრულად ჩაატარა და Whoscored-ისგან ნეაპოლელთა ფორვარდებს შორის საუკეთესო შეფასება - 6.8 მიიღო.
ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე „ლაციომ“ გადაინაცვლა და ის „ნაპოლის“ 17 ქულით ჩამორჩება. 25-ე ტურის მატჩები ჯერ არ გაუმართავთ „მილანსა“ და „ინტერს“. ისინი 47-47 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იყოფენ, და გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლისგან“ ჩამორჩენას 15 ქულამდე შეამცირებენ.