logo_geo
eng_logo
„რესპუბლიკური პარტია“ 35-მა წევრმა დატოვა
- +

30 აგვისტო. 2016. 21:11



რუსთავში, „რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის რიგები 35 წევრმა დატოვა.


ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" უკვე ყოფილმა წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.


როგორც პარტიის რუსთავის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა, ოთარ ჩხაიძემ განაცხადა, პარტიის რიგები 35 წევრმა დატოვა, მათგან 3 ადგილობრივი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი იყო.


პარტიიდან გასული წევრები ემიჯნებიან "რესპუბლიკელებს" და საპარლამენტო არჩევნებზე მხარს "ქართული ოცნებასა" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.


მათი განმარტებით, პარტიის რიგებს 2012 წელს შეუერთდნენ, როცა "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი იყო, რათა რუსთავის ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. ახლა კი, როცა "რესპუბლიკელებმა" კოალიცია დატოვეს, ისინიც ემიჯნებიან და ტოვებენ მათ რიგებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner