logo_geo
eng_logo
მაშველი ძაღლი „ტინტო“ სპეციალური ჟეტონით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დაჯილდოვდა
- +

4 მარტი. 2023. 14:36

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ .

 

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner