logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უახლოეს ხანში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს
- +

4 მარტი. 2023. 16:09

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს ხანში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს.

 

ამის შესახებ ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებული განცხადებაში.

 

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის დროს ჩადენილ დანაშაულებებში ბრალდებულების გასამართლებას უზრუნველყოფს.

 

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, საერთაშორისო ცენტრის დაფუძნების შესახებ შეთანხმება ლვოვში მიმდინარე კონფერენციაზე გაფორმდება.

 

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. ევროკავშირი ჩვენ პარტნიორებთან გავაგძრელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა საფასური გადაიხადოს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner