თბილისში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში, წინამძღვარი დაჭრეს. 63 წლის სასულიერო პირს ზურგის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული.
მღვდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დამნაშავე, კი ადგილიდან მალევე მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.