logo_geo
eng_logo
ევროსასამართლომ 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა
- +

4 მარტი. 2023. 18:35

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა.

 

ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო მე-13 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს. ამასთან, ევრო სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეუ აპლიკანტს კომპენსაციის სახით გადაუხადოს 2 ათასი ევრო და ამასთანავე, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, კონვერტირებული გადახდის თარიღისას მოქმედ სახელმწიფო ვალუტაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner