ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო მე-13 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს. ამასთან, ევრო სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეუ აპლიკანტს კომპენსაციის სახით გადაუხადოს 2 ათასი ევრო და ამასთანავე, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, კონვერტირებული გადახდის თარიღისას მოქმედ სახელმწიფო ვალუტაში.