logo_geo
eng_logo
„ცაგურიას წამების ისტორიას ნაციონალების მხარდამჭერები კედლიდან კედელზე დაარბენინებენ და სიცილით იგუდებიან“...
- +

30 აგვისტო. 2016. 21:29


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დაჩი ცაგურიას ცემის შესახებ ისტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უბრალოდ ხალისობენ.


„დაჩი ცაგურიამ ვრცელი პოსტი გნამოაქვეყნა, თუ როგორ ეპყრობოდნენ ნაცების დროს პოლიციაში. დეტალურად აღწერს როგორ ცემდნენ, როგორ ამცირებდნენ, მაგალითად, როგორ დაუზიანეს ხერხემალი და ძლივს გადარჩა ინვალიდობას (მახსოვს, მაშინ კაპეზედან გამოსული დაჩი ჩემთან სტუდიაში ყავარჯნებით მოვიდა). ჰოდა, რომელიღაც სააგენტოს ეს პოსტი ნიუსად უქცევია და რას ვხედავ, ნაციონალების მხარდამჭერები ამ ნიუსს კედლიდან კედელზე დაარბენინებენ და სიცილით იგუდებიან.

 

ნაცებს არასდროს არაფრი გეშველებათ!"- აღნიშნავს მეტრეველი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner