logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი
- +

4 მარტი. 2023. 23:25

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner