logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ივანიშვილი რომ გამოჩნდა სარბიელზე, გამწარებულები ცდილობდნენ მასთან კომუნიკაციას, ის კარებს უკეტავდა, ესენი ფანჯრიდან ლამობდნენ შეღწევას
- +

5 მარტი. 2023. 12:39

 

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს და მისივე თქმით, „მაშინ როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა სარბიელზე,  ცდილობდნენ მასთან კომუნიკაციას. ის კარებს უკეტავდა, ესენი ფანჯრიდან ლამობდნენ შეღწევას“.

 

„მოკლედ აქ, ფრენდებში ათიოდე სუბიექტი მყავს. ბატონი ბიძინა რომ გამოჩნდა სარბიელზე, გამწარებულები ცდილობდნენ მასთან კომუნიკაციას. ის კარებს უკეტავდა, ესენი ფანჯრიდან ლამობდნენ შეღწევას, ის აიგნორებდა, ესენი ხან დაცვას ეკურკურებოდნენ, ხან აქ ოდებს უძღვნიდნენ, აქაოდა ივანიშვილი სოციალურ ქსელს ადევნებს თვალყურსო და ლაიქებს ითვლისო, ჰოდა, მიდიოდა ისტერიული დოღი და რბოლა, ვინ დაასწრებდა მაამებლური პოსტის დალაიქებას.

 

გამოხდა ხანი, ქალიან-კაციანად საკმაოდ მსუყე პოზიციები დაირიგეს „ოცნებაში“ და როდესაც ჩემი სასჯელაღსრულების მრჩევლად დანიშვნის საკითხი დადგა აი მაშინ ერთმანეთს ასწრებდნენ, რაიმე საზიზღრობა ეთქვათ, თუმცა ამაოდ... ფაშისტური რეჟიმის დილეგების დაკეტვის, 24-საათიან რეჟიმში პატიმრებთან მუშაობის,

 

სისტემის გაადამიანურების ორი წლის თავზე, ჰოი საოცრებავ!

 

ჩემს ანგარიშზე, ისევე როგორც მთელი სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის, 40 000 ლარი დაირიცხა.

 

არადა, ჩემი ხელფასი 1600 ლარი გახლდათ. მხოლოდ მე გავაპროტესტე 40 000-იანი პრემიები და ზოგიერთი „მეოცნების“ ზღვარგადასული მადა.

 

ისევ აუტალახეს ივანიშვილს სახლის ზღურბლი, აქაოდა, ხომ გეუბნებოდით, ამ ქალმა გუნდური თამაში არ იცისო...

 

მე სტრასბურგს გავეშურე...

 

მაშინ ბატონმა ბიძინამ ჩემი მხარე დაიჭირა, სახელმწიფოში დადგინდა პრემიულების ზღვრული, ხოლო ყველა აღვირახსნილი ჩინოვნიკი სახლში გაუშვეს.

 

ჰოდაა....

 

აი კვლავ გამოხდა ხანი.

 

ის, ოდესღაც თავზე ვაზელინიანი, უთავმოყვარეო ელემენტები, ახლა ამუნათებენ მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დაუფარავად ერჩიან პრემიერს, ღვარძლით და ბოღმით ავსებენ სოციალურ ქსელებს და მედიას, ხვდებიან, რომ გარდასულ დღეთა წყალობას ვეღარ ეღირსებიან და საბოლოოდ კასრის ვირთხებად იქცნენ.

 

აღარ იციან, როგორ ჩამოაქციონ სახელმწიფო და ამით გაამართლონ საკუთარი გარიყული მდგომარეობა. ბევრზე ისეთი კომპრომატი დევს, წესით, სამუდამოდ უნდა დადუმებულიყვნენ, მაგრამ მათში მოკალათებული და გაჯეჯილებული ბოროტი სული, არ ასვენებთ..

 

მე არ მჩვევია პაიკებთან ბრძოლა.

 

დაველოდები, როდის გადახრავთ სავირთხეთში ერთმანეთს და ვირთხის ლიდერს წავაგდებინებ თავს!

 

და ეს წვიმაც ვერ წაგიშლით ბინძურ ნაკვალევს“, - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner