logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი: აშშ-ის კლიენტი ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის -„სირცხვილია“, „დროა“ და ა.შ., ეს კანონი აკრძალვის ტოლფასია, რადგან შეუძლებელია, ისე გააგრძელონ ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომ პატრონი აშკარად არ გასცენ
- +

5 მარტი. 2023. 13:28

 

 

„საკითხი ელემენტარულია და ამერიკელების დამოკიდებულებაც სრულიად ნათელი: თუ საუბარია აშშ-ში უცხოეთის გავლენაზე, მაშინ ეს კანონი, რაც 1938 წლიდანვე იქ მოქმედებს, რაღა თქმა უნდა - ამერიკულია. ხოლო თუ პირიქით, საუბარია რომელიმე „კლიენტ“ სახელმწიფოში, მაგალითად - საქართველოში,  თავად აშშ-ს გავლენაზე, ბუნებრივია, მსგავსი კანონის მიღება, რაც ამ გავლენის გამჭვირვალობას ავალდებულებს, სწორედაც ანტი-ამერიკული, მაშასადამე - რუსული ნაბიჯი იქნებოდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მისი განცხადებით, აშშ-ის გავლენის აგენტები, ყველანაირი არგუმენტის მიუხედავად, ბოლომდე დაიცავენ დასავლეთის პოზიციას.

 

ზარდიაშვილის თქმით, თუ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებიდან რომელიმე მიღებული იქნება, უცხოური დაფინანსება ჩარჩოში მოექცევა, რაც ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. შესაძლოა, აკრძალვის ტოლფასიც კი იყოს მათი ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

 

„საკითხი ელემენტარულია და ამერიკელების დამოკიდებულებაც სრულიად ნათელი: თუ საუბარია აშშ-ში უცხოეთის გავლენაზე, მაშინ ეს კანონი, რაც 1938 წლიდანვე იქ მოქმედებს, რაღა თქმა უნდა - ამერიკულია. ხოლო თუ პირიქით, საუბარია რომელიმე „კლიენტ“ სახელმწიფოში, მაგალითად - საქართველოში,  თავად აშშ-ის გავლენაზე, ბუნებრივია, მსგავსი კანონის მიღება, რაც ამ გავლენის გამჭვირვალობას ავალდებულებს, სწორედაც ანტი-ამერიკული, მაშასადამე - რუსული ნაბიჯი იქნებოდა. ამერიკა ამას არც მალავს: ჩემზე სხვის გავლენას არ დაუშვებ, სამაგიეროდ, ჩემს გავლენას სხვებზე ბოლომდე „მივაწვებიო“.

 

ბუნებრივია, აშშ-ის გავლენის აგენტები, ანუ მთელი ეს ამერიკულ-დასავლური აქაური კლიენტელა, იგივე პოზიციაზე იქნებიან და მეტიც: პატრონის ინტერესებს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ   ცხოვრების სახსარი არ დაკარგონ, ბოლომდე  და მთელი გააფთრებით დაიცავენ.

 

რასაკვირველია, ეს კანონი, თუკი იგი მიღებული იქნება, ამ გავლენას გამჭვირვალობის ჩარჩოში აქცევს, რაც შეზღუდვად და ზოგისთვის კი - აკრძალვადაც აღიქმება. ამ ზოგისთვის, მაგალითად აშშ-ს კლიენტი ექსტრემისტული ორგანიზაციებისათვის („სირცხვილია“, „დროა“ და ა.შ.) ეს მართლაც აკრძალვის ტოლფასია, რადგან შეუძლებელია მათ ღიად დ გამჭვირვალედ ისე გააგრძელონ ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომ პატრონი აშკარად არ გასცენ.

 

საბოლოო ჯამში, ეს კანონპროექტი არის ტესტი, როგორც საქართველოსათვის, ისე აშშ-სთვისაც. თუ კანონს მივიღებთ, ამერიკული პატრონ-კლიენტელიზმი უნდა შეიზღუდოს, თუ კანონს ვერ მივიღებთ - პირიქით, საქართველო, როგორც აშშ-ის კლიენტი სახელმწიფო, ვალდებული გახდება,  „ერთი ადგილის თამაშს“ სამომავლოდაც თავი დაანებოს და ასევე, ამერიკული კლიენტელა დააბრუნოს ხელისუფლებაში (მნიშვნელობა არა აქვს, რა სახელწოდებით  - „ხაბე-ნაცი“, „გახარ- ქოცი“ და კოალიციური თუ ერთპარტიული კონფიგურაციით)...  

 

და კიდევ ერთიც: როცა აშშ-ის სახდეპის პრეს-სპიკერი აცხადებს - „ეს რუსული კანონიაო“, ამით ბეჭედს უსვამს: ამერიკაც - თურმე „რუსეთია“  და თეთრი სახლი იგივე „კრემლია“. აი ეს, კანონპროექტის მხოლოდ ინიცირებითაც კი,  გამჭვირვალე გახდა. კანონად თუ იქცევა კანონპროექტი, მერე - ეს გაკრემლებული თეთრი სახლი რას ჩაიდენს, ეგაა საკითხავი.

 

რომელი უფრო საშიშია - აქ და ახლა, დიახ, საკითხავი აი ესაა და ჩვენი პოლიტიკაც ამითაა დეტერმინებული: პრიორიტეტული საფრთხეებისგან თავდაცვით.

 

არადა, სხვა იარაღი, გარდა სიმართლისა, ჩვენ არა გვაქვს. 

 

ქართველთა მრწამსი კი ესაა: დაიცავი სჯული (სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა, სამართლის იდეა) და სჯული დაგიცავს შენ!“ - წერს ზარდიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner