logo_geo
eng_logo
ნატა ქაჯაია დავით ქართველიშვილს: თქვენ შვილს მოეწონებოდა ეს კანონი?
- +

5 მარტი. 2023. 14:52

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ტვ „პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას, მის ზურგს უკან მყოფ რამდენიმე აქტივისტსა და მას შორის გამართულ დიალოგს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტში არ შევიდა.

 

„დღეს ვნახე შავNOდარას გუშინდელი სიუჟეტი ხუთშაბათის კომიტეტების „ისტორიულ" სხდომაზე. რომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, აქტიურ პოლემიკასა და ოპონირებაში მყოფი ჩემი მეგობრების ფონზე რატომ გამოვირჩეოდი სამარისებური სიჩუმით, აგიხსნით - ჩემი ეპიზოდები სიუჟეტში არ შევიდა.

 

ამიტომ მოგიყვებით ჩემს დიალოგებს ჟურნალისტ ქაჯაიას და მის ზურგს უკან მყოფ რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტთან. ზოგადად ჩვენი გამოსვლა სხდომათა დარბაზიდან ძალიან წააგავდა იმ „საზვერეების“ გავლას, რაც ამჟამად (40 დღემდე) ბაჩოს უწევს - იგივე ჯოჯოხეთური და მაპროვოცირებელი ატმოსფერო, რაც იმქვეყნიურ ეშმაკებს მათ ამქვეყნიურ „ჩინურ“ ვერსიებთან აიგივებს.

 

ამ შედარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მათ პროვოკაციებზე წამოგების უფლება უბრალოდ არა მაქვს. მაშ ასე, ამოჭრილი ნაწილი: ქაჯაია: „სად გეჩქარებათ? „იმედში“ მიდიხართ?

 

მე: „არა, სასაფლაოზე“ ქაჯაია: „ამაღამ რა ხდება სასაფლაოზე?“ მე: „შვილი მიწევს მანდ“ ქაჯაია: „და თქვენს შვილს მოეწონებოდა ახლა თქვენი საქციელი?“ მე: „შეიძლება ჩაგეხუტო, გითხრა რომ მიყვარხარ და გთხოვო - სახლში რომ დაბრუნდები ცოცხალი და ჯანმრთელი, დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტე!“ ქაჯაიას ზურგს უკან მაღალი და გამხდარი აქტივისტი: „რუსეთის მონა!“ მე: „შენც გთხოვ, სახლში რომ დაბრუნდები - დედას და მამას ჩაეხუტო. და თუ დაგაგვიანდება - დაურეკო და გააფრთხილო, რომ არ ინერვიულონ!“ ეს იყო ჩემი ეპიზოდი, რომელიც რატომღაც არ შევიდა სიუჟეტში...“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner