logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: გადათხრილი ქუჩა, პატარა მიწის გორაკებზე კალიასავით მიხტუნაობს მადამ ბოკერია...
- +

30 აგვისტო. 2016. 21:31



პუბლიცისტი პაატა ქურდაძე თბილისის მერს, დავით ნარმანიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას ეხმაურება:



„ძალიან მაგარი ვიდეოა! განსაკუთრებით ორი ეპიზოდი მომეწონა. პირველი: პრეს-გოგოსთან იაზვობაში გართულ მადამ ბოკერიას ნარმანია რომ დაავიწყდა და იმანაც რომ ისარგებლა მომენტით და ჩუმ ჩუმად დათესვა რომ დაიწყო, მაგრამ პრეს-გოგოს შეგონებებით გაბრუებული ჩერგო მაინც დროზე რომ მოეგო გონს, ისევ დააცხრა საწყალ ნარმანიას და დაკორტნა!...

 

ფინალი საერთოდ შედევრია, სავსე დრამატიზმით, სევდითა და მომავლის მოკრძალებული რწმენით ! - გადათხრილი ქუჩა, პატარა მიწის გორაკებზე კალიასავით მიხტუნაობს მადამ ბოკერია, თავისი ტელეფონით ხელში... ტრაგიკული, მაგრამ მაინც გამარჯვებული .. როგორც კაბირია!... ნუ მომაკვდინებელ "მოტივირებულ" ღიმილს უჩემოდაც შენიშნავდით..."- წერს ქურდაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner