პუბლიცისტი პაატა ქურდაძე თბილისის მერს, დავით ნარმანიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას ეხმაურება:
„ძალიან მაგარი ვიდეოა! განსაკუთრებით ორი ეპიზოდი მომეწონა. პირველი: პრეს-გოგოსთან იაზვობაში გართულ მადამ ბოკერიას ნარმანია რომ დაავიწყდა და იმანაც რომ ისარგებლა მომენტით და ჩუმ ჩუმად დათესვა რომ დაიწყო, მაგრამ პრეს-გოგოს შეგონებებით გაბრუებული ჩერგო მაინც დროზე რომ მოეგო გონს, ისევ დააცხრა საწყალ ნარმანიას და დაკორტნა!...
ფინალი საერთოდ შედევრია, სავსე დრამატიზმით, სევდითა და მომავლის მოკრძალებული რწმენით ! - გადათხრილი ქუჩა, პატარა მიწის გორაკებზე კალიასავით მიხტუნაობს მადამ ბოკერია, თავისი ტელეფონით ხელში... ტრაგიკული, მაგრამ მაინც გამარჯვებული .. როგორც კაბირია!... ნუ მომაკვდინებელ "მოტივირებულ" ღიმილს უჩემოდაც შენიშნავდით..."- წერს ქურდაძე.