logo_geo
eng_logo
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
- +

5 მარტი. 2023. 17:34

 

 

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი დააკავეს.

 

გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს  ბრალდება წარუდგინა. ასევე  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და  „მშენექსპერტს“.

 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

 

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

 

ასევე, დააკავეს საექსპერტო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner