საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს.
მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.
პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს.
ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ დაწინაურდნენ.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 31:07 გაიმარჯვა და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი უკვე მეთექვსმეტედ მიიღო.
ბორჯღალოსნები 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას შეერკინებიან.