logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ
- +

6 მარტი. 2023. 11:10

 

 

„დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ და ამისათვის, დიახაც ვახდენთ გავლენას პროცესებზე და ადამიანებზეც,“ - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

ანჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ ოჯახში, საითაც საქართველო მიისწრაფვის, ტერმინ „აგენტს“ მძაფრი უარყოფითი დატვირთვა არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერმინის ჩასანაცვლებლად კომპრომისის მიღწევა შესაძლებლად მიაჩნია.

 

„როგორც ვატყობ, კანონპროექტი უცხოელ აგენტებზე პირველ მოსმენაზე მაინც გავა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებიდან შემიძლია გამოვიტანო ვარაუდი, რომ მზად არიან ქართველებისთვის მსუსხავი ტერმინი „აგენტი“ სხვა სახელდებით ჩაანაცვლონ. შესაბამისად, კომპრომისის ფანჯარა გახსნილია. არ ვარ დარწმუნებული რომ მეორე მხარე მას ხედავს. ზოგადად, ევროპულ ოჯახში, საითკენაც ვილტვით, ტერმინ „აგენტს“ ასეთი მძაფრი უარყოფითი დატვირთვა არა აქვს, როგორიც ჩვენთან. ესეც მიანიშნებს რაღაც-რაღაცებზე. ისე კი, დასავლელი დონორებისგან დაფინანსებულნი, რომელთა შორის მეც ვარ, ამ ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ცვლილებების აგენტის ფუნქციას ვასრულებთ, და ამისათვის დიახაც ვახდენთ გავლენას პროცესებზე და ადამიანებზეც“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner