logo_geo
eng_logo
სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა
- +

6 მარტი. 2023. 11:23

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, რომელიც ქ. ახალციხეში გაიმართა, მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევებისა და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის მიმართულებით ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას. ბიზნესოპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

„საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია აკვაკულტურის განვითარებისთვის მხრივ. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ქართული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და ექსპორტზე გავა მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზრებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ახალციხეში გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner