ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტებზე ოპოზიციის რეაქციამ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში, ისინი განვითარების კუთხით წინ ვერ წავიდნენ.
„ამ დღეებში გამოჩნდა, რომ რადიკალური თუ სემი-რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა ერთ დიდ „ქურქუმალ ვაითად“. მთელი ამ წლების მანძილზე მილიმეტრითაც კი ვერ წავიდნენ წინ განვითარების კუთხით და ჩარჩნენ „მიშიზმის“ წარსულში“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.