logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბრიყვი, რომელსაც ჰგონია, რომ 4 წელიწადში დაბრძენდა, ის მაიმუნის ძე ვირიშვილია!
- +

30 აგვისტო. 2016. 23:39



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

ერთი დემაგოგინაციონალი" მეკითხება: ბრძენს, ჭკვიანსა და ბრიყვს შორის რა განსხვავებააო?

 

ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც თქვენეული განმარტება გექნებათ-მეთქი!

 

ბრძენი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი - სხვის შეცდომებზე, ხოლო ბრიყვი ვერც თავის შეცდომებზე სწავლობს და ვერც სხვისაზეო... აი, ჩვენაო, საკუთარზე ისე ვისწავლეთ, ხალხმა ხელახლა უნდა აგვირჩიოსო!

 

ააა... ესე იგი, მე რომ ბრიყვები მგონიხართ, ვცდები-მეთქი?

 

ჰო, ცდები, 2012 წლის შემდეგ ისე დავბრძენდით, თავადაც კი ვერ ვიჯერებთო!

 

ბრიყვი, რომელსაც ჰგონია, რომ 4 წელიწადში დაბრძენდა, ის მაიმუნის ძე ვირიშვილია!"- წერს ზედელაშვილი.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner