ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი დემაგოგი „ნაციონალი" მეკითხება: ბრძენს, ჭკვიანსა და ბრიყვს შორის რა განსხვავებააო?
ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც თქვენეული განმარტება გექნებათ-მეთქი!
ბრძენი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი - სხვის შეცდომებზე, ხოლო ბრიყვი ვერც თავის შეცდომებზე სწავლობს და ვერც სხვისაზეო... აი, ჩვენაო, საკუთარზე ისე ვისწავლეთ, ხალხმა ხელახლა უნდა აგვირჩიოსო!
ააა... ესე იგი, მე რომ ბრიყვები მგონიხართ, ვცდები-მეთქი?
ჰო, ცდები, 2012 წლის შემდეგ ისე დავბრძენდით, თავადაც კი ვერ ვიჯერებთო!
ბრიყვი, რომელსაც ჰგონია, რომ 4 წელიწადში დაბრძენდა, ის მაიმუნის ძე ვირიშვილია!"- წერს ზედელაშვილი.