ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა.
„ჩვენი მაგიდა მშვიდობის მაგიდაა. ჩვენი ერთადერთი მიზანია ქვეყნის აყვავება, მშვიდობისა და სიხარულის დამკვიდრება“, - აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. გამოკითხვები ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაძაბული იქნება. ოპოზიციური ბლოკი ოდნავ უსწრებს მმართველ ალიანსს.