logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს ფაქტი-ფაქსიმილიე კი მართლა სუპერია!
- +

6 მარტი. 2023. 10:37

 

 

როგორც კი „მოვენატრები“ და აუგად მახსენებს ერთი შიზოიდი, გულშემატკივრები უმალ მომაწოდებენ რაიმე მასალას არქივიდან, საპასუხოდ რომ გამომადგება…

 

აი,  დღევანდელ „ასავალ-დასავალში“, პროფესორი იგორ კვესელავა იხსენებს, რომ მწერალთა კავშირის იმ სხდომას, რომელზედაც ცხონებული ზვიად გამსახურდია გარიცხეს კავშირიდან, კომკავშირის პრემიის ლაურეატი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი  არ(!!!!) ესწრებოდა.  აი, ეს ცრუპენტელა მდედრი კი ურცხვად ტყუის... არადა, ფაქტი რომ ჯიუტია, ამაზე მეტყველებს სწორედ ა რ ქ ი ვ ი !!!

 

ანდა, 8 აპრილის  პროტესტიც რომ არ ჩანს იმ ა რ ქ ი ვ შ ი ც, სისტემატურად რომ ატრიალებს ჩემს „საკბენად“.

 

ხომ ამტკიცებს ერთადერთი პროტესტანტი ჩემი მგოსანი გახლდათო... თანაც ა რ ქ ი ვ შ ი შენახულიაო… და თუ შენახულია და აქვს ამ ცრუპენტელას, გამოაქვეყნოს.

 

არა, არ ყოფილა ის ე.წ. პროტესტი(!!!), რომლითაც ტრაბახობს: იყო ერთი ჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი რეპლიკა-„ლაზღანდარობა“ იმ სტილში, რომელიც ცნობილია, როგორც „არც ჩვენი და არც თქვენი“...

 

თავდებში რომ დაუდგა მავანს, ისიც  ბ ლ ე ფ ი ა.

 

ამ და სხვა „სახალისო“ და „საამაყო“ ისტორიებს მომავალში  გავიხსენებ, როცა ცალტვინა „პარტლიდერი“ მორიგ „სატოპკეს“ ამგდებს. ინიციატივას არ ვიჩენ, მხოლოდ ვუპასუხებ ყველა მოტაკოკრეტინ-მობერძენიშვილო ტიპაჟს.

 

ამჯერად, მხოლოდ პოზიტივი - შარშანდელი პუბლიკაცია,  შიზოიდი მდედრის მაშინდელ ყბედობაზე გამოხმაურებაა.

 

აი, ეს ფაქტი-ფაქსიმილიე კი მართლა სუპერია.  ნამდვილი შედევრი. დიდოსტატის ფუნაგორია! იგი სნაიპერული სიზუსტით „აღწერს“ პორტრეტს იმ აშკარად ავადმყოფი მდედრისას, რომელსაც ვერა(არა) და ვერ(არ) მკურნალობენ ახლობლები, რამეთუ ავადმყოფობა ისეთ სტადიაშია,  განკურნების პერსპექტივა, ეტყობა, ეეჭვებათ და... ვერ იმეტებენ დასახარჯად იმ ფულს, უთოფო (თუ თოფიანი) ყაჩაღობით რომ დააგროვეს.

 

*       *      *

 

ჯანსუღ წინასწარმეტყველი!!!!

*********

ქვემოთ გამოქვეყნებული ჯანსუღის „კალცლექსის“ ფაქსიმილიემ ერთი ისტორია გამახსენა. მოკლედ და „მინიშნებით“ მოვყვები:

 

ერთხელ, მწერალთა ყრილობის დღეებს დიდი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე დაემთხვა და სასტუმროში, მის ნომერში სახელდახელოდ გამართულ პაწია „სუფრას“ ბატონი ირაკლი აბაშიძე თამადობდა.

 

 

ქართული მწერლობის „ოქროს ფონდი“ იყო წარმოდგენილი და ერთმანეთის დაფასება-მოფერების პარალელურად, იყო მეგობრული ხუმრობები…

 

ირაკლის „ამოჩემებული“ ჰყავდა სუფრასთან მყოფი ერთი მწერალი, რომლისადმი წყენა არ ჰქონდა განელებული და რომლის მისამართითაც ნოდარ დუმბაძემ ნამეტნავად „ტკბილად“ (კახურად) იოხუნჯა(„შე ძღ...ოო!") და დითირამბებით აღსავსე ყველა სადღეგრძელოს ამთავრებდა ოხუნჯობის ადრესატისადმი მიმართვით: შენზე კი, რაო, ბიჭო, რა გიწოდა ნოდარია-შავმაო?.. და იყო ერთი სიცილ-ხარხარი.

 

ერთი სიტყვით, თამადამ ყველა დაახასიათა, ღირსეული პატივი მიაგო და დაუფასა ღვაწლი, ღიმილის მომგვრელი ისტორიებიც გაუხსენა კოლეგებს და… დადგა ნოდარ დუმბაძის სადღეგრძელოს ჯერიც:

 

- დავით კლდიაშვილის შემდეგ მისი დონის  „ანგელოზი“, ჯერჯერობით, ნოდარ დუმბაძის გარდა სხვა არავინ გვყავს. მისი გმირები სუფთა, ალალი, უსაყვარლესნი არიანო…

 

ნოდარის აზროვნების სიღრმე და იუმორის დონე, განსაცვიფრებელიაო. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ჩვენი ნოდარი დიდი ოსტატობით და გულწრფელობით იუმორში ხატავს უბრალო ადამიანების უკეთილშობილეს სულს…

 

რეალურ ცხოვრებაშიც ნოდარი საოცრად სუფთა და მართალია, გამოირჩევა ობიექტურობით და, რაც მთავარია… ყოველთვის კი არ ხუმრობს, ზოგჯერ სიმართლესაც ამბობსო…

 

ამ დროს თამადა ისევ მიუტრიალდა „ამოჩემებულს” და დაბეჯითებით გაიმეორა: ნოდარი ყოველთვის კი არ ხუმრობს, ზოგჯერ სიმართლესაც მოგახლის პირშიო... აი, წუხელ, ვახშმობისას, მე  სულ გენიოსი მეძახა და... შენ, რაო, რა გითხრა, „შე ძღ... როო“?

 

თვითმხილველებმა მიამბეს, რომ სუფრასთან მსხდომნი სიცილით ისტერიკაში კინაღამ ჩავვარდითო…

 

აი, ეს ისტორია გამახსენა ბატონი ჯანსუღის ამ „კალცლექსის“ ბოლო ორმა სტრიქონმა: პოეტი ყოველთვის კი არ „ლაზღანდარობდა“ (ასე აფასებდნენ მის „ოხუნჯობას“ აკად. გიორგი ძოწენიძე, ქ-ნი ნანული შევარდნაძე)… ზოგჯერ სიმართლესაც ამბობდა.

 

საინტერესო კი არის, ოჯახის წევრები კარგად თუ იცნობენ ჯანსუღ-წინასწარმეტყველის „კალცლექსებს“?.. მის სიცოცხლეში საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებულ ფუნაგორიებს?…  ან, მიძღვნებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი?

 

ხომ არ გაიხსენებენ, ვის და როდის უწოდა პოეტმა „მეფე შადრევან პირველი“.

 

არადა, ჯაბა ხუბუას მიერ გამოქვეყნებული ხელნაწერის ბოლო ორი სტრიქონი მართლაც ანდერძად თქმულია. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… მხოლოდ ამორჩევითი სტრიქონების კი არა… იმისიც, რისთვისაც მიენიჭა იმ „ავადსახსენებელ“ დროს საქართველოს კომკავშირის პრემია, ან, რისთვისაც იყო არჩეული ცეკას წევრად, დეპუტატად და ინიშნებოდა ნომენკლატურულ თანამდებობებზე...

 

…სამწუხაროა, რომ ბუნება ზოგჯერ ისვენებს შთამომავალზე (ოკუპანტი ლევ ტოლსტოი).

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner