„ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზანი არის ის, რომ მე მხარს ვუჭერ ,,ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა, ,,ქართული ოცნების" გლდანის რაიონის 22-ე მაჟორიტარული ოლქის კანდიდატის, ლევან კობერიძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით მმართველი გუნდის მხრიდან სხვადასხა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის.
"ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მე მხარს ვუჭერ ,,ქართულ ოცნებას". ჩვენ ევროპის სოციალ-დემოკრატებმა დიდი პროგრესი დავინახეთ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა გერმანიაში და მჯერა, რომ თქვენთანაც ასევე წარმატებულად განხორციელდება." - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა