logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ, არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი
- +

7 მარტი. 2023. 12:57

 

 

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტების ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა განცხადებებს ეხმიანება.

 

შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ, რომ იცოდნენ, რა წერია კანონპროექტში.

 

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, ამ გაუაზრებელი „მატრაკვეცობით“ ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს.

 

„რეალობაში არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ, არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი! წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ, რომ იცოდნენ, რა წერია, რა მიზნები აქვს და ა.შ. უბრალოდ ერთმა ანგაჟირებულმა, მეორე ამყოლმა, მესამე მიმბაძველმა დაწერა ფბ-ზე და ინსტაგრამზე და „მეც“ ხომ უნდა შევუერთდე ლიბერალურ ტრენდს?! მერე ვინმემ „რუსობა“ არ დამაბრალოს! ვინმემ „ბნელად“ და „ჩამორჩენილად“ არ ჩამთვალოს! მერე რა, რომ არც კი ვიცი, რაზე არის ლაპარაკი, მთავარია დავწერო - „არა რუსულ კანონს“ და ბილეთი ნაყიდია „დაწინაურებულ“ ლიბერალურ ბაბლში! ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი „მატრაკვეცობით“ ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს!“ - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner