logo_geo
eng_logo
„პიონერფილმის“ ვარსკვლავი ბაჩო კვერნაძე მიკროფონით...
- +

31 აგვისტო. 2016. 00:10



„პიონერფილმის" ვარსკვლავი ბაჩო კვერნაძე მიკროფონით..."- „პიონერფილმის" ხელმძღვანელი  გრიგოლ ჩიგოგიძე მისი მოსწავლის, ბაჩო კვერნაძის ფოტოს ავრცელებს.



პიონერფილმმა - სასახლეში ჩამოაყალიბა საქართველოს ტელევიზიის პიონერული კორპუნქტი. ამზადებდნენ ტელე გადაცემებს . წამყვანებიც თვითონ იყვნენ(ნინო შუბლაძე, ქეთინო პატარაია, ლაშა ჟვანია, ბაჩო კვერნაძე).


პიონერი ფრანგული სიტყვაა და პირველს ნიშნავს.

პიონერფილმიც ბევრ პოზიციაში პირველია

რაშიც დარწმუნდებით:

პიონერფილმი - პირველი საბავშვო სტუდიაა საქართველოში.

პიონერფილმი - პირველი სტუდიაა რომელსაც სახალხო სტუდიის სახელი მიენიჭა.

პიონერფილმს - პირველ საკავშირო ფესტივალზე პირველი პრიზი მიენიჭა ფილმისათვის „ქილა".

პიონერფილმს - აქვს ლოგო (1974წ.).დროშა, ჰიმნი,მაისურები,ქუდი, კალენდარი, ფინეთში დამზადებული სტიკერები.

პიონერფილმმა - საქართველოში პიირველმა ჩაატარა ჩემპიონატი რუბიკის-კუბიკის აწყობაში.


პიონერფილმი - ინიციატორი და ორგანზატორია კინოფესტივალ „თბილისური აისისა" რომელიც 11-ჯერ ჩატარდა. მონაწილეობდნენ უკრაინის, მოლდოვეთის, რუსეთის, ლატვიის, ლიტვის,ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების,უნგრეთის, არგენტინის, ავსტრიის, პოლონეთის, ბულგარეთის კინომოყვარულები.

პიონერფილმმა - გადაიღო ფილმი სოფელ წერაქვის სკოლაზე რომელშიც 5 მოსწავლე იყო. ტელევიზიით ჩვენების შემდეგ სოფელში გაკეთდა გზა, ჩაირთო ტელევიზია.


1987წ. კოჯორში, 2013 წ.თერჯოლაში. 2014 წ. ხარაგაულში მოაწყო კინოქალაქი „სინემა" ადგილობრივი და თბილისელი ბავშვებისთვის. 2012 წ. ვასილ ამაშუკელის ფილმის 100 წლისთავთან დაკავშირებით მოაწყო მოგზაურობა აკაკის ნაკვალევზე.გადაღებულია ფილმი.


პიონერფილმმა - სასახლეში ჩამოაყალიბა საქართველოს ტელევიზიის პიონერული კორპუნქტი. ამზადებდნენ ტელე გადაცემებს . წამყვანებიც თვითონ იყვნენ(ნინო შუბლაძე, ქეთინო პატარაია,ლაშა ჟვანია,ბაჩო კვერნაძე).


პიონერფილმის - მისალმებამ რეზო ჩხეიძის ვარსკვლავის გახსნაზე პატრიარქის, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და ქართველ კინომოღვაწეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.


პიონერფილმის - ფილმმა „ბოლო ზარი" რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ასახავს კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალზე 1989წ პრიზი დაიმსახურა.


პიონერფილმს- საქართველოში პირველს, საბავშვო კოლექტივებს შორის გაუხსნეს ვარსკვლავი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner