logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოებას ატყუებენ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტები შეეხება ემიგრანტებს, შშმ პირებსა და სტუდენტებს, რომლებიც დაფინანსებას მოიპოვებენ - ეს ტყუილია!
- +

7 მარტი. 2023. 15:05

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ მომზადებული კანონპროექტების ამოქმედების შემთხვევაში, უცხოური ორგანიზაციის დაფინანსებით, საზღვარგარეთ წასულ სტუდენტებს აგენტები ეწოდებათ. 

 

ინფორმაციულ ომს, რომელსაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებქართული კანონპროექტისა და .. ამერიკული კანონის FARA- ანალოგის კანონპროექტის ირგვლივ აწარმოებს, რომ ეს არის რუსული კანონი - არის შავი პიარი და ამას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. დიახ, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ბოროტად სარგებლობს იმით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის დაინტერესებულთ), დროის უქონლობის გამო, არ ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა და მოესმინა ორივე კანონის პროექტის განხილვის პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის უშინაარსო სანახაობაზე გათვლილი გამოსვლები და მათ ამ საზოგადოებას მიაწოდეს მზარეცეპტი“ - წარმოდგენილი ორივე კანონის პროექტი რუსულია! დიახ, ეს ადამიანები, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, ატყუებენ საზოგადოებას, რომ წარმოდგენილი ორივე კანონის პროექტი შეეხება ემიგრანტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სტუდენტებს, რომლებიც დაფინანსებას (გრანტს) მოიპოვებენ და სხვა. ეს ტყუილია!

 

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის პროექტი არავის არაფერს უკრძალავს, მათ შორის არც იმას, ვინც, ამ კანონის მიზნებისთვის .. „სუბიექტია“, რადგან წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა! ხაზგასმით ვიმეორებ - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად!!! კანონის მიზნიდან გამომდინარე, წარმოადგენთ მარტივ ინფორმაციას: საიდან, რა მიზნით და რა ოდენობის თანხით ფინანსდებით და ამის შემდეგ ანგარიშვალდებულნი მხოლოდ საკუთარ საქმესთან და დონორთან აგრძელებთ საქმიანობას! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის პროექტისათვის პირთა წრის მასშტაბები, ამერიკულ ვარიანტთან შედარებით, შეზღუდულია, არიან იურიდიული პირები (ააიპები) და მედიასაშუალებები. პასუხისმგებლობა - კანონის პროექტის მოთხოვნათა დაუცველობის შემთხვევაში, ამერიკულ ვარიანტში თუ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, ქართული ვარიანტი მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება, მონიტორინგის ნაწილში, ქართული ვარიანტი 6 თვეში ერთხელ კონტროლს ითვალისწინებს, ამერიკული ვარიანტით, გენპროკურორის შეხედულებაზეა დამოკიდებული (როცა საჭიროდ ჩათვლის) მაშინ.

 

მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანონპროექტი იგზავნება ვენეციის კომისიაში განსახილველად. საბოლოო შედეგის მიღწევამდე, ეტაპებია გასავლელი, ვნახოთ კანონპროექტი სამართლებრივად საბოლოოდ როგორ ფორმირდება. შესაბამისად, წინსწრებით, ოპოზიციის სპეკულაცია კანონპროექტის სრულ სამართლებრივ ფორმირებამდე - რომ ეს არის რუსული კანონი, უბრალოდ შინაარსს, სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცრუ განგაშს. ოპოზიციურმა ძალებმა და არასამთავრობო სექტორმა ბევრი ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში და გული მწყდება! ნუ იქნებით შემდეგი!“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner