„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა,“ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ არც ჩვენს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ FARA მოძველებულია, რომ ის „რუსულია“, რადგან რუსეთში მოქმედებს, არ შეჭრილან ევროპარლამენტის შენობაში, არ დაუწყიათ წივილ-კივილი და არ გადაუბრუნებიათ მაგიდები.
„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა. დიახ, „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობოების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს (სწორედაც რომ „დარეგისტრირებული“ და არა „ქართული“, ან „გავლენიანი“), ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
გაგიკვირდებათ და „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ არც ჩვენს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ FARA მოძველებულია, რომ ის „რუსულია“, რადგან რუსეთში მოქმედებს, არ შეჭრილან ევროპარლამენტის შენობაში, არ დაუწყიათ წივილ-კივილი და არ გადაუბრუნებიათ მაგიდები. არცერთ დასავლურ „კრიტიკულ“ მედიაში არ შეკრებილან საეჭვო რეპუტაციის ხელოვანები დ.ა.შ. ტიპები და არ უთქვამთ, რომ ამ კანონის არა მხოლოდ მიღებით, არამედ ინიციატივით გამოსვლითაც კი ევროპარლამენტი სცილდება ევროპას და ევროპული ხალხის არჩევანს. არ უთქვამთ, რომ მათი შვილები ევროპულ მომავალს კარგავენ და არც „ცალ ფეხზე დადგომა“ მოუთხოვია ვინმეს. არადა „ევროპის სახალხო პარტიაა“, „ვინცხა ჩიჩოლიკე“ კი არა - „ევროპის სახალხო პარტიაა“ - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.