logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ახლა მაქვს კითხვა, ევროპარლამენტიც რუსულ კანონს იღებს, თუ მანდ უფრო ჩრდილო კორეაზე გაქვთ ეჭვი
- +

7 მარტი. 2023. 16:50

 

 

„ამდენი დღეა ვიხვეწები, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის პრობლემა შენი შემოსავალი სადმე აღრიცხო? როდესაც გაქვს შპს, მაშინ ხომ ყველანაირი შემოსავალიც და ხარჯიც ბუღალტრულად გატარებული გაქვს და „ენჯეო“ რაიმე ხელშეუხებლობას ნიშნავს?“ - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მიზანმიმართულმა მესიჯმა - „რუსული კანონი“, იმუშავა და საკმაოდ ობიექტურად გააბრაზა ის ადამიანები, ვისაც კანონპროექტებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 

როგორც ლატარია აღნიშნავს, უკვე საზოგადოებამ გაიგო, თუ რას გულისხმობს ინიცირებული კანონპროექტები, ამას ადასტურებს ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის ანალოგის მიღების ინიციატივაც.

 

„მე ისედაც კარგად ვიცოდი, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი სადაურიც იყო და რაზეც არის საუბარი, მაგრამ არ შემიძლია ,„ნაციონალურ მოძრაობას“ არ შევუფასო მიზანმიმართული მესიჯები - „რუსული კანონი“, რომელმაც ნამდვილად იმუშავა და საკმაოდ ობიექტურად გააბრაზა ესა თუ ის ადამიანი (არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია). მართალია, მესიჯმა იმუშავა, მაგრამ რამდენი ხნით? რა თქმა უნდა, რამდენიმე დღით, რადგანაც უკვე თითქმის ყველამ გაიგო, თუ რაში იყო საქმე და თუ ვინ აწყობდა ამ გაუგებარ, თითიდან გამოწოვილ აურზაურს...

 

ახლა მაქვს კითხვა, ევროპარლამენტიც რუსულ კანონს იღებს, თუ მანდ უფრო ჩრდილო კორეაზე გაქვთ ეჭვი? ამდენი დღეა ვიხვეწები, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის პრობლემა, შენი შემოსავალი სადმე აღრიცხო? როდესაც გაქვს შპს, მაშინ ხომ ყველანაირი შემოსავალიც და ხარჯიც ბუღალტრულად გატარებული გაქვს და „ენჯეო“ რაიმე ხელშეუხებლობას ნიშნავს? გთხოვთ, მეგობრებო, ნუ აჰყვებით „ნაცების“ მესიჯებს, გაეცანით ყველაფერს, კარგად გაიაზრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იბრძოლეთ! ჩვენი მომავალი რომ ევროპაა, ეგ არის შეუქცევადი პროცესი და ნუ მისცემთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, თქვენს ემოციებზე თამაშის უფლებას,“ - წერს ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner