„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონპროექტის და ე.წ. ამერიკული კანონის Fara-ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი, არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა, არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ტყუილია, რომ ეს კანონი არის რუსული და ეწინააღმდეგება ევროპას.
როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, კანონი ამერიკაში მოქმედებს და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონპროექტის და ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონის Fara-ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი; არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა; არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია. იყო უარი შინაარსობრივ დისკუსიაზე და პოლიტ პიარზე მორგებული სანახაობანი. მტკიცება - ეს არის რუსული კანონი! მტკიცება - ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას! ტყუილია! უარგუმენტაციოა! ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს, და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე (იხ. ბმული),“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.