logo_geo
eng_logo
დოლიძის N43-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

7 მარტი. 2023. 17:09

 

 

ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დოლიძის N43-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საკრებულოს მაჟორიტარ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

 

„აღნიშნული თბილისური ტიპის საცხოვრებელ სახლში გამოჩენილი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლაურეატი გოგი დოლიძე ცხოვრობდა. შენობა მწვავედ ავარიულ სტატუსს ატარებდა. საძირკველი და სახლის ფასადი საფუძვლიანად გამაგრდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ჩაბარდება“ - განაცხადა დავით მაქაცარიამ.

 

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 128 000 ლარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner