logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მადლობა, ირაკლი! დიდი მადლობა!
- +

7 მარტი. 2023. 17:27

 

 

„ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი - იდგა ტრიბუნასთან და ჰყვებოდა საქართველოს სიდიადის ფაქტებს! ძეგლს უდგამდა თავის სამშობლოს!  არც ერთი სიტყვა საკუთარ წისქვილზე დასხმული, არც ერთი სიტყვა ფულის გამოძალვის მიზნით ნათქვამი!“ - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა, ირაკლი! დიდი მადლობა!

 

ვუსმენდი და ვფიქრობდი, ახლა, მიშა ან მიშას რომელიმე „კრიშა“ რომ იდგეს ამ ტრიბუნასთან, რაზე გააკეთებდა აქცენტებს-თქო?!

 

უფ, უფ, იქნებოდა - ჩვენ ეს გავაკეთეთ, მე ეს შევძელი, მე მაგარი ვარ, მე...  მე...  მეეე....

 

ჰოდა, ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი - იდგა ტრიბუნასთან და ჰყვებოდა საქართველოს სიდიადის ფაქტებს! ძეგლს უდგამდა თავის სამშობლოს!  არც ერთი სიტყვა საკუთარ წისქვილზე დასხმული, არც ერთი სიტყვა ფულის გამოძალვის მიზნით ნათქვამი!

 

ტრიბუნასთან იდგა ამაყი საქართველოს ამაყი შვილი!

 

ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავდა ღირსეული საქართველოს ღირსეული პრემიერი!

 

ამეტირა...

 

ახლა, დადექით და იძახეთ - ევროპას ვკარგავთო! თქვე გრანტის მათხოვრებო! 

 

P.S.

შოთა არველაძეს, ქალბატონ მზექალა შანიძეს, ბატონ რისმაგ გორდეზიანს მინდა ვკითხო:

 

ბატონებო, მიხვდით, რა სხვაობაა ღარიბაშვილის ევროინტეგრაციასა (რომელიც აუცილებლად იქნება) და თქვენ არჩევანს შორის?...

 

ხვდებით, რომ ღირსების დაკარგვის გარეშეც არის შესაძლებელი ისტორიული მისიისკენ სწრაფვა!

 

ამას გულისტკივილით ვამბობ... დიდი სინანულით და ტკივილით...“ - წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner