მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით პოლიტიკაში ახლა ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, რადგან საქართველოს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და მათ თვითრეალიზების საშუალება არ ეძლევათ.
„ყველაზე ახალგაზრდა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კასრაძე, ჭიათურის რაიონში იმყოფება. გიორგი არის 22 წლის. ასევე არის ქვარიანი კოკა, ჩვენი პარტიის წევრი, რომელიც ასევე ჭიათურაში იბრძვის და ის არის 23 წლის.
დარბაზში იმყოფება ირაკლი ლატარია, რომელიც საკრებილოს კანდიდატად იბრძვის ვარკეთილში. მობრძანდით და ნახეთ რამდენი ახალგაზრდა მუშაობს ჩვენთან.
მე პირადად, მერაბ ჭიქაშვილი წლების განმავლობაში ბევრ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ვიყავი და ბუნებრივია ვიცი, პოლიტიკა.
სამწუხაროდ ერთი ფაქტია, ვინმე მოვიდა და ნახა, დაინტერესდა? 40 წლის კაცია, რომელსაც უნდა ნახოთ თვალი რა დღეში აქვს. მაშინ რატომ არ დაინტერესდა არავინ ასაკით? რამდენი წლის კაცს დაუკარგეს თვალის 26 მაისს, აი შევხედოთ და ვნახოთ.
ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის. ჩვენ გვინდა იმ კლიშეს დამარცხება, რომ ჩვენ უნიჭოები და ზარმაცები ვართ. ეს კლიშე არსებობს სამწუხაროდ. მთავარია სახელმწიფო პოლიტიკა იყოს სწორი, რომ ამ ადამიანებს გზა მიეცეთ.
მთელი ცხოვრება ქუჩაში თავგატეხილი ვიყავი და 11-ჯერ დამაკავეს, სამჯერ ციხეში ვიჯექი, ვინმე დაინტერესდა?
დიახ! განაწყენებულია ახალგაზრდობა! ჩვენ პატიოსანი, კეთილსნიდისიერი, ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და დიახ! მათ გზა უნდა მიეცეთ."- განაცხადა ჭიქაშვილმა გადაცემაში „არჩევანი 2016".