logo_geo
eng_logo
საკრებულოში ხუთივე მოწვევის საკრებულოს წევრქალბატონებს უმასპინძლეს
- +

10 მარტი. 2016. 10:13



შეხვედრა „ქალები დედაქალაქის თვითმმართველობაში" საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილისა და საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის  გულიკო ზუმბაძის ინიციატივით გაიმართა და მასსაკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გიორგი ტყემალაძე და 2014 წლისმოწვევის საკრებულოს ქალი წევრები ესწრებოდნენ.


ღონისძიება გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა დაპოლიტიკაში ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მოწვეულ სტუმრებს გულიკო ზუმბაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მიმართეს. მათ შეხვედრაში მონაწილეობისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადეს და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.


გულიკო ზუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს 1998 წლიდან დღემდე თბილისის საკრებულოსშემადგენლობაში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკა გააცნო და აღნიშნა, ყველაზე მეტიდეპუტატი ქალი მეხუთე მოწვევის (2014 წლის) საკრებულოშია და მათი როდენობა საკრებულოს წევრთა შემადგენლობის 24%-ს შეადგენს.


დღესვე  კომისიის თავმჯდომარემ სტუმრებს თბილისის საკრებულოსა და მერიაშიდასაქმებულ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი გააცნო.


შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა საკრებულოს მოქმედ წევრებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს, ხოლო მასპინძლებმა თავის მხრივ, მათ წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


შეხვედრის დასასრულს,  საკრებულოს  მოქმედი და ყოფილი წევრები სამომავლო თანამშრომლობასა და  შეხვედრების მსგავს ფორმატში   გამართვაზე  შეთანხმდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner