„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"აგენტების და ჯაშუშების რევოლუცია საქართველოში არ იქნება! სულ რომ სახე აიხიოთ, ქვეყანას თქვენ არ დაგითმობთ, არ აგარევინებთ, არ ჩამოგაშლევინებთ! სრულიად საქართველომ ნახა ვინ ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, ქართველობას! ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს! საქართველოს ვერ გამოიყენებთ თქვენი ბინძური თამაშებისთვის"- წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.