logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ყველა ჩოჩქოლზე ერთი და იგივე „ელიტა" რომ ნერვიულობას იწყებს, „სწორ მხარეს დადგომა" არ დამაგვიანდესო
- +

7 მარტი. 2023. 23:20

 

 

„მათთვის, ვინც არ იცის რა წერია კანონის ქართულ ვარიანტში: - რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ; - ვინც არ დარეგისტრირდება, შესაბამისი უწყება დააჯარიმებს და დაარეგისტრირებს. ესაა სულ. სხვა არავითარი სანქცია. სახელზე და ტერმინებზე იმსჯელეთ-მეთქი, პირველივე დღესვე დავწერე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს სოციალურ ქსელში:

  

„კონსტიტუციის განხილვაზე არ შეხვედით, სადაც ევროპული არჩევანისთვის უნდა მიგეცათ ხმა და არ გინერვიულიათ.

 

დღეს უფრო მნიშვნელოვანი რამ წყდება? მით უმეტეს, რომ გეუბნებიან პირველი მოსმენის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და პასუხის მიხედვით იმოქმედებენ.

 

ისიც ირკვევა, რომ თურმე ის ვარიანტიც შემოუთავაზებიათ, რაც მე დავწერე პირველ დღეს - "უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი". ესეც პრობლემაა?

 

მათთვის, ვინც არ იცის რა წერია კანონის ქართულ ვარიანტში:

 

- რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ;

 

- ვინც არ დარეგისტრირდება, შესაბამისი უწყება დააჯარიმებს და დაარეგისტრირებს.

 

ესაა სულ. სხვა არავითარი სანქცია. სახელზე და ტერმინებზე იმსჯელეთ-მეთქი, პირველივე დღესვე დავწერე.

 

რა არის აქ არაევროპული? ევროპის სახალხო პარტიამ იგივე ინიციატივა, რაც კატარის მერე დაარეგისტრირა, გაიწვია უკან? არა. ეს ძაან „პრადვინუტებისთვის". სალომე ზურაბიშვილზე აღარ ვრეაგირებ. აზრზე არაა სად რა თქვას.

 

ეს კანონი კი არ მადარდებს, მაგრამ ასე რომ ირაზმებიან და წივილ-კივილში გადააქვთ, ესაა მიუღებელი. თანაც, ყველა ჩოჩქოლზე ერთი და იგივე „ელიტა" რომ ნერვიულობას იწყებს, „სწორ მხარეს დადგომა" არ დამაგვიანდესო“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner