„მთავარი ისაა, რომ ოპოზიციური ფლანგი არა თუ არ იცვლება და არ უმჯობესდება, კიდევ უფრო უარესდება და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს ამ გაუარესების და რევანშის პროცესს. ესაა პრობლემა, თორემ კონკურენტუნარიანი ჭიდილი რომ იყოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, შიდა პოლიტიკაზე საუბარი სულაც არ იქნებოდა საინტერესო“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.
„თავდაცვის კოდექსზე მინდოდა დამეწერა, ვიმუშავეთ რამდენიმე საათი, მაგრამ ვის აინტერესებს?!
კანონს კენჭს უყრიან ვენეციის კომისიაში გადასაგზავნად და ხომ იცით, რომ ვენეციის კომისია დადებს ობიექტურ შეფასებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად?! ავსტრალიაში ხომ არ აგზავნიან?!
სათაურზე, ტერმინებზე გითხრეს ვიმსჯელოთ და შევცვალოთო. არ გსურთ. ხალხს ეუბნებით შშმ პირებს, ფერმერებს და სხვებს ეხებაო, კანონის ავტორები გეუბნებიან, არ ეხებაო. მხოლოდ რეესტრი ყოფილა პრობლემა.
მთავარი ისაა, რომ ოპოზიციური ფლანგი არა თუ არ იცვლება და არ უმჯობესდება, კიდევ უფრო უარესდება და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს ამ გაუარესების და რევანშის პროცესს.
ესაა პრობლემა, თორემ კონკურენტუნარიანი ჭიდილი რომ იყოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, შიდა პოლიტიკაზე საუბარი სულაც არ იქნებოდა საინტერესო“, - წერს ამირან სალუქვაძე.