logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: აქაური ტროცკისტი სექტანტები ფიქრობენ, რომ შეუცვლელები არიან, სინამდვილეში კი ისინი უკვე ჩამოწერეს!
- +

7 მარტი. 2023. 23:35

 

 

„ევროპისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გლობალური პროექტების გამო. ამ სივრცეს რუსეთს ხელში აღარ ჩაუგდებენ. აქაური ტროცკისტი სექტანტები ფიქრობენ, რომ შეუცვლელები არიან, სინამდვილეში კი ისინი უკვე ჩამოწერეს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.

 

„დაიმახსოვრეთ:

 

არც აშშ და არც ევროკავშირი არცერთ პროექტს არ გააჩერებს ამ უკვე გაშიფრული აგენტურის გამო.

 

კანონის მიღების შემდეგ ბობოლა აგენტებს ნელ-ნელა გაიყვანენ სხვადასხვა ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფილიალებში სამუშაოდ, წვრილფეხობას კი ჩარეცხავენ.

 

არც აშშ და არც ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს!

 

მათ ძალიან კარგად იციან, რომ დაღეჭილ საქართველოს რუსეთი უფრო ადვილად ჩაყლაპავს. ზუსტად ისე, როგორც ირანის და ოსმალეთის დაღეჭილი გადაყლაპა 220 წლის წინ!

 

ევროპისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გლობალური პროექტების გამო. ამ სივრცეს რუსეთს ხელში აღარ ჩაუგდებენ.

 

აქაური ტროცკისტი სექტანტები ფიქრობენ, რომ შეუცვლელები არიან, სინამდვილეში კი ისინი უკვე ჩამოწერეს!

 

P. S. როტშილდებს ფეხებზეც არ ჰკიდიათ მთელი ეს კამარილია. ყველაფერი შეთანხმებულია“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner