logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რა აღელვებს კელი დეგნანს?! მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მიმართულია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!
- +

7 მარტი. 2023. 23:50

 

 

„გავლენის აგენტები იქნებიან არა კერძო პირები, არამედ ის ორგანიზაციები, რომელთა გარე დაფინანსება აღემატება 20 პროცენტს! მაშ, რა აღელვებს კელი დეგნანს?! რა და, ძალიან კარგად იცის, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მიმართულია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!“ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.

 

„კანონის მიხედვით:

 

მაგალითად,

 

გავლენის აგენტი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და არა - კერძო პირი ეკა გიგაური!

 

გავლენის აგენტი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  და არა - კერძო პირი ნიკა სიმონიშვილი!

 

მოკლედ, გავლენის აგენტები იქნებიან არა კერძო პირები, არამედ ის ორგანიზაციები, რომელთა გარე დაფინანსება აღემატება 20 პროცენტს!

 

მაშ, რა აღელვებს კელი დეგნანს?!

 

რა და, ძალიან კარგად იცის, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მიმართულია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner