"დეზინფორმაცია, არა კანონპროექტის განხილვა და მსჯელობა, არამედ ყოვლად არაადეკვატური ფრაზა - კანონი რუსულია, ერთი ერთში იმეორებს საელჩოს განცხადების პირველ ფრაზას - კრემლისგან შთაგონებული კანონი. უაზროა შეკითხვის დასმა - კრემლმა შთააგონა კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს? უაზროა, რადგანაც პასუხი არ იქნება," - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ის, თუ როგორ იქცევიან ენჯეოები, როგორ იქცევა მათი დედა-პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ევროპისგან, დასავლური ფასეულობებისაგან და დემოკრატიისაგან.
„აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მწვანე შუქი აუნთო იმ ხალხს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოეწვია - დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს.
მიზანმიმართული დეზინფორმაცია, არა კანონპროექტის განხილვა და მსჯელობა, არამედ ყოვლად არაადეკვატური ფრაზა - კანონი რუსულია, ერთი ერთში იმეორებს საელჩოს განცხადების პირველ ფრაზას - კრემლისგან შთაგონებული კანონი.
უაზროა შეკითხვის დასმა - კრემლმა შთააგონა კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს? უაზროა, რადგანაც პასუხი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, არ იქნება პასუხი არც ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან. მე მაინტერესებს, რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებაზე ის ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები, რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს დღეს მიერ მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი - ის, თუ როგორ იქცევიან ენჯეოები, როგორ იქცევა მათი დედა-პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ევროპისგან, დასავლური ფასეულობებისაგან და დემოკრატიისაგან.ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.