logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ესაა ერთადერთი სიმართლე!
- +

8 მარტი. 2023. 03:53

 

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები ის ერთადერთი სიმართლეა, რომლის გამოც კნავიან და იკლაკნებიან კეზერაშვილის ჯიბის პოლიტიკოსებად წოდებულები და ე. წ. ენჯეოშნიკები!

 

ერთიცაა - ღარიბაშვილის მთავარი გზავნილიც და ქართველი ხალხის განაცხადიც ერთადერთია:  საქართველოს მომავალი ევროპაშია!

 

თუმცა, ქოთანს ისე უქცევენ ყურს გია ბუღაძის ფურთხს დახარბებული ვაიპოლიტიკოსები, სიმართლე აღარავის აინტერესებს...

 

არადა, სიმართლეც ესაა და ჩვენი მთავარი საზრუნავიც!

 

დიახ, საქართველოს მომავალი ევროპაშია!თემურ ალასანიას დაფინანსებული ნაცზონდერების ადგილი კი სააკაშვილისა და მერაბიშვილის უკანალში!

 

მოლოტოვის კოქტეილებით" მშვიდობიანი აქციები არ ეწყობა!

 

უცხო ქვეყნის ჯაშუშებს ჩვენი ქვეყნის მომავალს არ ავარევინებთ!

 

კობა ნაყოფიას მოსკოვურ ბიზნესებს და ლაკა ხოშტარიას მგიმოს განათლებას ვერ ვანაცვალებთ ევროპულ და ნათელ მომავალს!

 

ბრავო შსს-ს და ვახტანგ გომელაურს, რომელმაც მაქსიმალური მოთმინებითა და სიფრთხილით გაათავისუფლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ლევან ხაბეიშვილისა და გიგა ბოკერიას მხარდაჭერილი ეგზალტირებული მასისგან!

 

და რაც მთავარია, მიტინგზე მყოფი გულწრფელი ახალგაზრდები და ჭეშმარიტად ევროპულ მომავალზე მოფიქრალი, მართლა მშვიდობიანი მომიტინგეები არ დაზარალებულან...

 

სხვათაშორის, სახალხო დამცველსაც კანონი იცავს! - ამას სისხლს მოწყურებული იმ მასის გასაგონად ვამბობ, ჩასაქოლად რომ მისდევდნენ ლევან იოსელიანს!

 

ისე, სასაცილოცაა, სატირალი რომ არ იყოს: ხლისტი ხაბეს "მიჩმორებული" ნიკა მელია პოლიციის მიერ ჩადენილ "ძალადობაზე" საუბრობს და "მოლოტოვის კოქტეილი" მშვიდობიანი აქციის რომელ ახსნაში წერია, აღარ აკონკრეტებს...

 

სხვათაშორის და სამწუხაროდ, არც იმას აპროტესტებენ ე.წ. ჟურნალისტები, არის თუ არა ძალადობა ლევან ხაბეიშვილის მიერ პოლიციელზე ხელის აწევა! რუსეთის მონა გრიშა ვაშაძეს შერჩა ერთხელ მსგავსი და ალბათ, მერაბიშვილის ამ "შნურუკსაც" შერჩება...

 

ერთიცაა: დღეს მოღლიცინე და პოლიციის ქმედებებზე "მგლოვიარე" ცნობადი სახეებიდან თითქმის არავინ მახსენდება, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევისას, პირადად(!) სააკაშვილის ბრძანებით(!),  რეზინის ტყვიებით დაცხრილული ჟურნალისტებისთვის (მომიტინგეებზე აღარაფერს ვამბობ) სოლიდარობა გამოეცხადებინოთ!

 

ალბათ, მაშინ ევროპულ მომავალს ვაშენებდით ჯიხურებზე შემოგდებული გვამებით!

 

მაშინ მერაბიშვილებისა და ახალაიების შიში ჰქონდათ, ბატონებო და იმიტომ! დიახ, შიში მამაძაღლი რამეა, თორემ დღეს ყველაზე ბინძური ცილისწამებითაც რომ მოიხსენიო ვინმე, გამკითხავი არავინაა...

 

ჩემდა სამწუხაროდ, ღვაწლმოსილი ინტელიგენციის ის ნაწილიც მახსოვს, უღირსი მეთოდებით რომ უპირისპირდებოდნენ 1991 წლის მიწურულს პრეზიდენტ გამსახურდიას და მერე, მთაწმინდაზე ასვენებულ პრეზიდენტს რიგ-რიგობით "უჩოქებდნენ" სიტყვითა თუ საქმით და "მონანიების" კასკადი დღესაც არ წყდება...

 

მაშინაც მოძალადე მსოფლიოს წინააღმდეგ გაილაშქრა გამსახურდიამ და მისი სიტყვები დღესაც უნდა გვახსოვდეს: "დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!"

 

საუბედუროდ, ახლა გამსახურდიაზე მოტირლებიდანაც,  ბევრი იმ სააკაშვილს მისტირის, დიქტატორ ჰუსეინს რომ შეადარა ზვიად გამსახურდია პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში 1992 წელს... ეს აღარ ახსოვთ! უფრო სწორედ, აღარ აწყობთ, რომ ახსოვდეთ!

 

მოკლედ, სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონეც ჭირდება.

 

გავმეორდები: საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზას ყველაზე უტყუარად და ქართულად - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მიჰყვება!

 

საბჭოთა კაგებეს ეფრეიტორ საკაშვილისა და გენერალ თემურ ალასანიას მიმდევრებს კი ისევ უკრაინულ "მაიდანზე" აბოდებთ!

 

არადა, ბატონო პოლიტიკოსებო და ეგრეთწოდებულებო, მართლა მიკვირს: ზოგი თქვენგანი ან იდიოტია, ან იდიოტად გსიამოვნებთ თავის  კანტური...

 

თუ ამ ყველაფერს ვერ ხვდებით და ვერ ამჩნევთ, განვლილი ათეული წლების ისტორიას გადახედეთ, ხოლო თუ ამჩნევთ და მაინც ჯიუტად მიგაჩნიათ, რომ ამ ქვეყანას აგარევინებთ, მართლა ქაქიჭამია კამოს და მისი თანამედროვე ანალოგის, შადრევან პირველის (ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ შერქმეული ზედმეტსახელია!)  უბედურ მონებად ქცეულხართ!

 

მაგრად გცხელათ, ესეიგი“- წერს გიორგი მამაცაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner