logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: წარმომიდგენია, ეთერში გაშვების შემდეგ, რა ამბებიც დატრიალდება...
- +

31 აგვისტო. 2016. 01:00


 

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე გოგა ხაინდრავას  ფილმის „ჰეროკრატიას" შესახებ წერს: 

 

 

„ვკითხულობ გოგას ფილმზე გამოხმაურებებს და დაახლოებით, წარმომიდგენია, ეთერში გაშვების შემდეგ, რა ამბებიც დატრიალდება - გაუბედურებულ ადამიანებს ჭრილობა განგვიახლდება (რა გაუძლებს?!), მწამებლები, მფარველებიანად და მათი ჭკუიდან შერყეული კასტა - აღშფოთდებიან და ყველა სიბინძურეზე წავლენ, მაგრამ აბა, რა შეუძლია მკვლელების, კაცის გამაუპატიურებლების და მათი ერთი მუჭა მიმდევრების კასტას, გარდა იმისა, რომ იყაყანონ და საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, ბევრი მათგანი ციხეში მოხვდეს, ან სრულად შეირყეს?!

 

...და ამასობაში, რას იზამენ .. „შუაშისტი", ,,სად იყავი აქამდე"-ზე რომ სიცილით კვდებიან, აი, ის ადამიანები? - მათი ისტერიული ხმა გადაფარავს ორივე მხარეს - „რა საჭიროა წარსულის ქექვა", „ეს ხომ წინასაარჩევნოდ არის" და ....

 

ისე, ამ ხმაშიც შეიძლება გარჩევა - უსინდოსოების, რომლებმაც ძალიან კარგად იციან და ჩუმად ეთანხმებიან არაადამიანურ სისასტიკეს, მაგრამ რცხვენიათ გაცხადებული ნაცობა, ხოლო ცოტა სინდისიერები კვლავ არ დაინახვენ, კვლავ არ დაიჯერებენ, - „მე კი არ მომწონდა არასდროს, მაგრამ ამას მიშა როგორ ჩაიდენდა?!"

 

ეს ის ხალხია, რომელსაც გულის კუნჭულში, რცხვენია, რომ არ ებრძოლა უსამართლობას და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამის რცხვენია, მაგრამ ამას თავისთავთანაც არ აღიარებს. ასე უფრო მარტივია - არ სჯერა და მორჩა! ან სჯერა კიდეც, მაგრამ ,,არაფერი არ შეხებია" და... ოღონდ არ ნახონ, ოღონდ ნერვი არ აუტოკდეთ, „რა საჭიროა წარსულის ქექვა"...

მე თუ მკითხავთ, სწორედ, ეს .. „შუაშისტი" ფენა საზოგადოებისა არის ყველაზე მეტად საშიში, ყველაზე მეტად პასუხისმგებელი იმაზე, რაც გვჭირს. რაც მთავარია, მათ არავინ არ სთხოვს წარსულ ჩირგვებში ჯდომაზე პასუხს, მაგრამ როგორც ადრე დავწერე, თავსაც გვაყვედრიან.

 

იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ, დახვრეტილი და გაუბედურებული ადამიანების ოჯახის წევრებს, ყველაზე მეტად გვსურს წარსულის დავიწყება. გვინდა ახალი, წყნარი ცხოვრება (მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხოვრება აღარასდროს გამთელდება!), სადაც არ იქნება ძალადობა, არ იქნება სისხლი! მაგრამ ჯერ პასუხი უნდა აგონ მკვლელებმა და მწამებლებმა!

 

მე, რუსუდან შარაძე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, არ მოვეშვები და როცა იქნება, გავიმარჯვებ! მოვკვდები? - მაინც გამარჯვებული ვარ!

 

ვისაც მოვბეზრდი, შეუძლია, გაიაროს..."- წერს შარაძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner