ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ, ის, რასაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპასთან დაახლოება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
მისი თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს საქართველოს ყველა პუნქტში წინსვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.
„2012 წლიდან სულ ერთი და იგივე..
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს ევროპამ უვიზო შემოიღო.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს, კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს, ხელი მოეწერა ევროპასთან თავისუფალი ეკონომიკის ხელშეკრულებას.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს გვაქვს ყველა პუნქტში წინსვლა, რასაც ევროკავშირი აფასებს.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს შევიდა განაცხადი წევრობის კანდიდატობაზე.
ისინი ამტკიცებენ - რუსულიო, „ოცნების“ დროს ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან, თუ კი ოდესმე ვყოფილვართ.
ისინი აბრალებდნენ და ახლაც აბრალებენ ყოველთვის სხვას იმას, რასაც თავად სჩადიან, ხოლო „ოცნებას“ კი მივყავართ ევროპისკენ, ომის გარეშე და ღირსების შენარჩუნებით!!!
ეგაა და ეგ - სხვა დანარჩენი, ლირიკაა!
#ღირსებითევროპისკენ“ - წერს ლატარია facebook-ზე.