logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: როგორ შეიძლება დაუჯერო იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ გავეშებულები აპირებდნენ ქვეყნის აყირავებას, არა იმიტომ, რომ ქვეყნის მომავალი ადარდებთ, არამედ ხვდებიან, რომ ჩიხში არიან და ყველა დავინახავთ მათ ნამდვილ სახეს
- +

8 მარტი. 2023. 13:11

 

 

„არანაირი კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს იყო ერთ-ერთი საბაბი ხალხის გარეთ გამოყვანის, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა. მიხარია, რომ ამ ჯერზეც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და გუშინდელი ღამე მშვიდობიანად დასრულდა, სახელმწიფო, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა,“ - ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

 

ექსპერტის თქმით, მოღალატეებს და სხვა ქვეყნების ინტერესების დამცველებს, ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვთ!

 

„ჩვენ ვივლით ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! - ირაკლი კობახიძე ამ სიტყვებს რომ მოისმენს ქვეყნის მოყვარული ადამიანი, როგორ შეიძლება სიამაყის გრძნობა არ დაეუფლოს, ამავდროულად როგორ შეიძლება დაუჯერო იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ გავეშებულები აპირებდნენ ქვეყნის აყირავებას, არა იმიტომ რომ ქვეყნის მომავალი ადარდებთ, არამედ ხვდებიან რომ ჩიხში არიან მოქცეულები და დღეს თუ არა ხვალ გაიშიფრებიან და ყველა დავინახავთ მათ ნამდვილ სახეს. მოლოტოვის კოქტეილების გამომყენებლებს, მანქანების ლეწვის დამგეგმავებს და შემსრულებლებს ისე ადარდებთ ქვეყნის ბედი, როგორც მე - მიშას დღის საკვები რაციონი. არანაირი კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს იყო ერთ-ერთი საბაბი ხალხის გარეთ გამოყვანის, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა. მიხარია, რომ ამ ჯერზეც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და გუშინდელი ღამე მშვიდობიანად დასრულდა, სახელმწიფო, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იდგა. გაიგონ, მოღალატეებს და სხვა ქვეყნების ინტერესების დამცველებს, აგენტს სპეციალურად არ ვახსენებ, ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვთ!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner