logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: კავშირებს ყველაზე კარგად საზოგადოება ხედავს
- +

31 აგვისტო. 2016. 01:52


„პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე არავინ იცის. ხალხის ნდობა ჰქონდა, როგორც მომღერალს და ქველმოქმედს",- ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნების" წევრი ოთო აბესაძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვას „რეპორტიორთან" საუბრისას.


აბესაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიის რესურსი ძალიან მინიმალურია.


„ხალხის ნდობა ჰქონდა როგორც მომღერალს და ქველმოქმედს. პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე არავინ  იცის. ჩვენ  ვიცნობდით არაჩვეულებრივ მსოფლიო დონის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა ჩართულიყო პოლიტიკაში. მისი პოლიტიკური ნდობის ბარომაცია შევაფასოთ მისი პარტიიდან წამოსული წევრების რაოდენობით. პაატა ბურჭულაძის შესაძლებლობა არის მისი არჩვეულებრივი ხმა და ჩემი დიდი სურვილი იქნება, ბურჭულაძემ ასახელოს საქართველო თავისი არაჩვეულებრივი ბანით მსოფლიოს მრავალ სცენაზე და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარემონტებულ თბილისის ბალეტისა და ოპერის სცენაზე. უფრო ეფექტური იქნება.

 

დღევანდელი მონაცემებით, პაატა ბურჭულაძის რესურსი ძალიან მინიმალურია და არ ვთვლი რომ ეს რამდენიმე დღეში გაიზრდება",-განაცხადა აბესაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner