logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე: საქართველოს ჰყავს პროფესიონალი სამართალდამცავები, უმაგრესი მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური! თითოეულ მათგანს დიდი მადლობას ვუხდი!
- +

8 მარტი. 2023. 14:14

 

 

7 მარტს განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში აფასებს.

 

„მეგობრებო, ქართული ოცნების ჯარისკაცებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის და გვერდში დგომისთვის, რადგან მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი პარტიის ცენტრალურ ოფისში და საოლქო ორგანიზაციებში იკრიბებოდით და ამ წუთამდე გვირეკავთ/გვწერთ.

 

საქართველოს ჰყავს ღირსეული და პროფესიონალი სამართალდამცავები, გმირი პოლიციელები, უმაგრესი მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური! თითოეულ მათგანს დიდი მადლობას ვუხდი, რადგან ქვეყნის არევის საშუალებას არ აძლევენ ჩვენს მტრებს!

 

მეგობრებო, მესმის თქვენი გაბრაზების, რასაც გვწერთ და გვეუბნებით, მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ.  ღმერთმა არ ქნას, ჩვენი შეკრება გახდეს საჭირო, ვიცით ყველამ, რომ გაგვიჭირდება ჩვენი ბრაზის და ემოციების გაკონტროლება, გაგვიჭირდება თავშეკავება და ბდღვნად არ გვეყოფიან ჩვენი ქვეყნის მტრები, ისიც ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში წუთებში დავასრულებთ ამათ ბოგინს!

 

ჩემი თხოვნაა, მაქსიმალურად მშვიდად ვიყოთ, ვაცადოთ ჩვენს ღირსეულ პოლიციელებს კანონის აღსრულება. დღეს საქართველოს ყავს პატრიოტი ხელისუფლება, მმართველი გუნდი, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია ქვეყნის სახელმწიფოებრივობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვაზე! გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი! დიახ, საქართველო ევროპაა და საქართველოს მომავალი აუცილებლად იქნება ღირსეული ევროკავშირში, ნაცების გარეშე! არ არის 2003 წელი და ვერავინ შეძლებს ქვეყნის არევას!

 

კიდევ ერთხელ ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ! ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ, ჩაბუდებული მოღალატეების გუშინდელი მტრობის დამადასტურებელი ინფორმაციები, გპირდებით კანონის ფარგლებში ყველას მოვთხოვთ პასუხს❗️გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ქართველ ხალხს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებს“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner