logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: წუხელ, ჩვენი სამშობლოსათვის ასეთ საბედისწერო მომენტში, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა!
- +

8 მარტი. 2023. 14:20

 

 

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„თურმე, ამერიკისთვის საფრანგეთისგან ნაჩუქარი ქანდაკება ყოფილა „ის სიმბოლო", რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდაო(?!).

 

ზუსტად ასე თქვა წუხელ საქართველოს პრეზიდენტმა.

 

***

აქ არ ჩანს მხოლოდ ის პრობლემა, რომ ქართული ვერა და ვერ ისწავლა.

 

ქართული რომ ესწავლა, ასე იტყოდა:

 

„ჩემს უკან მოჩანს იმის სიმბოლო, რისთვისაც ქართველები მუდამ ვიბრძოდით"...

***

მაგრამ ქართულიც რომ სცოდნოდა, მაინც იმასვე იტყოდა, რადგან ამერიკისთვის საფრანგეთისგან ნაჩუქარი ქანდაკება მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ყინწვისის იგავმიუწვდომელი ანგელოზი.

 

***

ძალიანაც რომ მოვინდომო, ალბათ, ვერც გავაგებინებ, რა დიდი სხვაობაა ამ ფრაზასა და მის ნათქვამს შორის.

 

მთავარი კი მაინც ესაა:

 

წუხელ, ჩვენი სამშობლოსათვის ასეთ საბედისწერო მომენტში, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა.

 

კიდევ ერთხელ ნახეთ მისი  გამოსვლა და დააკვირდით:

 

როგორ გასცა ერთმა გაღიმებამ?!

 

***

ო, ეს ღიმილი!..

 

***

წუხელ მან არათუ პრეზიდენტის, უბრალოდ, ქალის როლიც ვერ შეასრულა.

 

პირიქით: ცეცხლზე ნავთი დაასხა.

 

***

არარაობავ, პრეზიდენტი უნდა გერქვას შენ?!“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner